კანონებისა და
რეგულაციების დაცვა

ეთიკა მჭირდო კავშირშია კანონებისა და რეგულაციების დაცვასთან.

ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებისას  თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება კანონებისა და რეგულაციების, ისევე როგორც  ხელშეკრულებით გაწერილი საკუთარი მოვალეობების ზედმიწევნით შესრულება.

საუკეთესო პრაქტიკა

  • განიხილეთ თქვენს მენეჯერთან რა იურიდიული ცოდნა გჭირდებათ თქვენს პოზიციაზე.

  • თუ თქვენი პოზიცია ამას მოითხოვს, გაეცანით მინიმუმ შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების საფუძვლებს.

  • გამოიყენეთ თქვენი კომპანიის სამართლებრივი მონიტორინგის ინსტრუმენტი*, თუ ეს შესაძლებელია, ან / და მიიღეთ ინფორმაცია იურიდიულიგანყოფილებისგან.

  • შეასრულეთ შესაბამისი მითითებები.**

გაითვალისწინეთ!

თუ ეჭვი გეპარებათ დოკუმენტის კანონიერებაში, დაიცავით შემდეგი პროცედურები:

  • განიხილეთ საკითხი თქვენს მენეჯერთან და თქვენს განყოფილებაში მომუშავე კოლეგებთან.

  • საკითხიდან გამომდინარე დაუკავშირდით იურიდიული სამსახურის&დაზღვევის განყოფილებას,  the Group-ის ეთიკისა და შესაბამისობის განყოფილების ოფიცერს, და/ან თქვენი ადამიანური რესურსების სამსახურის მენეჯერს.

მკაცრად აკრძალულია

  • ნებისმიერი იურიდიული რისკის შემცველი გადაწყვეტილების მიღება,  თქვენს მენეჯერთან ან იურიდიულ განყოფილებასთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

  • ვალდებულების აღება,  კომპანიის რაიმე ვალდებულებისადმი დაქვემდებარება, როდესაც  არსებობს ეჭვი კომპანიის ან მისი პარტნიორების მიერ კანონებისა და წესების დაცვასთან დაკავშირებით.

* სამართლებრივი მონიტორინგის ინსტრუმენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს იურიდიულ განყოფილებას.
** შესაბამისი დელეგირებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს მენეჯერს ან თქვსნ იურიდიულ განყოფილებას.
მაგალითად:

ცოტა ხნის წინ დამაწინაურეს და ახალ პოზიციაზე გადამიყვანეს. ჩემს ახალ პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი მოვალეობა ველური ბუნების წარმომადგენლებისგან გამოწვეული საფრთხეების მართვაა აეროპორტში. ჩემმა გუნდმა ახლახანს შემატყობინა, რომ გვევალება კონკრეტული რეგულაციის დაცვა, რომლის შესახებაც აქამდე არ ვიცოდი.

როგორ უნდა მოვიქცე?

სიტუაცია უნდა განიხილოთ თქვენს მენეჯერთან და სთხოვოთ იურიდიულ განყოფილებას მოგაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.

მაგალითად:

მე გახლავართ ტერმინალის უშიშროების მენეჯერი. საჯარო თანამდებობის პირმა მთხოვა, ჩემი პროცედურები გავწერო ისე, რომ სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლების გატარება უსაფრთხოების საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოხდეს მხოლოდ მათ უნიფორმაზე დაყრდნობით,  ბეჯის წარმოდგენის ვალდებულების  გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური ინსტრუქცია მოქმედ რეგულაციებში ვერსად მოვიძიე, მაინც დავეთანხმე მოთხოვნას, რადგან ეს მოდიოდა მთავრობის დეპარტამენტისგან.

არის თუ არა სწორი ჩემი გადაწყვეტილება?

თუ ამ ტიპის გამონაკლისი არ არის გათვალისწინებული კანონით, სახელმწიფო მოხელეს უფლება არა აქვს მოითხოვოს იგი. ოფიციალური პირის მოთხოვნის შესრულებით დაარღვევთ კანონს და საფრთხეს შეუქმნით კომპანიას.  თქვენ უნდა დაუკავშირდეთ იურიდიულ საკითხთა განყოფილებას,  რომელიც გაცნობებთ თუ არსებობს მსგავსი კანონი და დაგეხმარებათ საჯარო მოხელისთვის პასუხის მომზადებაში.

ბრძოლა
თაღლითობასთან

თაღლითობა არის შეუსაბამო ან არაკანონიერი სარგებლის მისაღებად ჩადენილი საქციელი.

თაღლითობა შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საგანი; თაღლითობის მაგალითებია: ქურდობა, გამოძალვა, გაფლანგვა, ნდობის ბოროტად გამოყენება, მოპარულის დამალვა, დანაშაულის/ან დამნაშავის დამალვა, ფულის გათეთრება, კორუფცია (იხ. თავი კორუფციის პრევენცია), მუშების გამორჩევა არა საქმიანი თვისებების მიხედვით, არამართლზომიერი ინტერესის გამოჩენა, საჯარო სახსრების მითვისება, კომპანიის შიგნით უკანონო გარიგებებში შესვლა და კომპანიის აქტივების ბოროტად გამოყენება ან სხვისი სახელის/პირადობის მითვისება, საჯარო ქონების მითვისება/ხელში ჩაგდება.

საუკეთესო პრაქტიკა

თაღლითობის პრევენციისთვის ყველა თანამშრომელი უნდა იყოს პროაქტიული:

  • შეასრულეთ ყველა მოქმედი ინსტრუქცია და პროცედურა.

  • დაიცავით კომპანიის აქტივები და ინვენტარი (ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და ა.შ.).

  • აკონტროლეთ ყველა ქმედება და შეინახეთ ყველა დამხმარე დოკუმენტაცია.

გაითვალისწინეთ!

  • თაღლითობაზე ეჭვის მიტანის  შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ  მენეჯერს, თქვენს იურიდიულ განყოფილებას ან Group-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს.

მკაცრად აკრძალულია

  • დათანხმდეთ კომპანიის პროცედურების უგულვებელყოფაზე.

მაგალითი:

მე გახლავართ ბუღალტერი. ერთ პარასკევ საღამოს 4 საათზე შემოვიდა ზარი უცნობი პირისგან, რომელმაც განაცხადა რომ იყო კომპანიის გენერალური დირექტორი და მომთხოვა  დაუყოვნებლივ გადამერიცხა ფული  მის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

უნდა  შევასრულო ეს მითითება?

ეს შესაძლოა იყოს თაღლითობის მცდელობა, ზოგადად  უკვე ცნობილი , როგორც  “CEO fraud” („თაღლითობა: -„დირექტორი ვარ““). ასე რომ, საჭიროა მივყვე სათანადო პროცედურებს, მათ შორის: ვაცნობო ჩემს მენეჯერს ამის შესახებ და განვახორციელო ვალიდაციის შესაბამისი პროცედურები.

მაგალითად:

მე წასული ვარ სახლიდან შორს მივლინებაში. მსურს ჩემს შვილებს ვუყიდო საჩუქარი. რომლის საყიდლადაც ვიყენებ  Groupe ADP-ის საბანკო ბარათს.

მისაღებია ეს საქციელი?

ეს არის ნდობის ბოროტად გამოყენება. კომპანიის საბანკო ბარათის გამოყენება მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის არის დაშვებული.

კორუფციის
პრევენცია

კორუფცია გულისხმობს ნებისმიერი საჯარო ან კერძო პირებისათვის უპირატესობის (საჩუქრების, სტუმართმოყვარეობის, ფულის, ინფორმაციის, მომსახურებისა და ა.შ.) შეძენას, რათა აიძულონ ისინი იმოქმედონ  ან თავი შეიკავონ მოქმედებისგან. კორუფცია შეიძლება იყოს აქტიური (მომსყიდველი) ან პასიური (იმ პირის მხრიდან, ვისი მოსყიდვაც ხორციელდება).

მხოლოდ განზრახვაც საკმარისია იმისთვის, რომ მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაცია!

ასეთ დროს პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მარტო კორუფციის უშუალო მონაწილე მხარეებს (მომსყიდველსა და მოსყიდულს) არამედ: საწარმოსა და მის წარმომადგენლებსაც.  ამასთან, კორუფცია აზიანებს საწარმოს რეპუტაციას. კორუფციის ეფექტური პრევენციის მიზნით საწარმოს თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება შემდეგი პრინციპების გათავისება:
არანაირი კომპრომისი ამ პრინციპების შესაბამისობასთან დაკავშირებით არ დაიშვება.

Groupe ADP ყოველთვის დაუჭერს მხარს იმ ეთიკურ თანამშრომლებს, რომლებიც უარს ამბობენ კორუფციულ გარიგებებზე ან რაიმე ფორმით ქრთამის აღებაზე.

საუკეთესო პრაქტიკა

გაითვალისწინეთ!

მკაცრად აკრძალულია

  • ქრთამის, საჩუქრის, მომსახურებების, მასპინძლობის შეთავაზების მიღება ან შეთავაზება ტენდერში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ან საწარმოს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლის სანაცვლოდ.

  • კონტრაქტის მიღების მიზნით კლიენტის მიერ შემოთავაზებული შუამავლის მომსახურებით სარგებლობაზე დათანხმება.

  • რეალურად მიღებულზე უფრო მეტი ოდენობით მომსახურების ან შეკვეთის მიღების დადასტურება საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის მოპოვების მიზნით.

  • ბიზნეს ურთიერთობის წამოწყება ვინმესთან, კონკრეტული მესამე მხარის წინასწარი შემოწმების გარეშე (მომწოდებლები, მომხმარებლები და ა.შ) (იხ. მესამე მხარის შემოწმების პროცედურები).

  • ხელშემწყობი გადახდების შესრულება ნებართვების მისაღებად ან ამ პროცესების დასაჩქარებლად.

ერთადერთი გამონაკლისი ზემოთ მოცემულ პრინციპებთან მიმართებაში:
მცირე ტოლერანტობა დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც პირის ან მისი ნათესავების ფიზიკური უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ.  -ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მენეჯერს, ადამიანური რესურსების მენეჯერს, იურიდიულ განყოფილებას ან ეთიკისა და შესაბამისობის სამსახურის ოფიცერს.

მაგალითად:

მე გახლავართ ექსპერტი საბარგო პროცედურებში. ბარგის მომსახურების სისტემების მოწყობილობების მომწოდებელი მთავაზობს VIP ადგილებს სპორტულ ღონისძიებაზე, იმ პირობით თუ მივაწვდი მას ჩვენი ჰენდლინგური სისტემის ტექნიკურ მონაცემებს.

ეს მისაღებია?

ეს არის მოქრთამვის მცდელობა, რაც ისჯება კანონით და Groupe ADP-ის რეგულაციებით. მე უარს ვამბობ ამ შეთავაზებაზე. აგრეთვე ვატყობინებ ჩემს მენეჯერს ან ეთიკისა და შესაბამისობბის ოფიცერს ამის შესახებ.

მაგალითად:

ვმუშაობ აეროპორტში. ადგილობრივი ავიაკომპანის მენეჯერი  მთავაზობს უფასო მგზავრობას, ან  ეკონომ ბილეთის ბიზნეს კლასზე გადაცვლას იმ პირობით თუ  სამუშაოზე ავიყვან მის ვაჟიშვილს.

ეს მისაღებია?

ეს არის მოქრთამვის მცდელობა, რაც ისჯება კანონით და Groupe ADP-ის რეგულაციებით. მე უარს ვამბობ ამ შეთავაზებაზე. აგრეთვე ვატყობინებ ჩემს მენეჯერს ან ეთიკისა და შესაბამისობბის ოფიცერს ამის შესახებ.

საერთაშორისო მნიშვნელობის
დარღვევის რისკები

კომპანიის შემთხვევაში

  • 5 მილიონი ევროდან კომპანიის ბრუნვის 30% -მდე (french Sapin 2 law)

  • კონკრეტული ბაზრიდან გაძევება  (მსოფლიო ბანკის მიერ)

  • აკრძალვები სესხის აღებაზე

  • კომპანიის რეპუტაციის შებღალვა

FOR EMPLOYEES

  • 10 წლამდე პატიმრობა

  • 1 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა (french Sapin 2 law)

  • სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა

  • შესაბამის სფეროში მუშაობის აკრძალვა  5 წელზე მეტი ვადით

საჩუქრების, მასპინძლობისა
და სხვა სარგებლის
მკაცრი კონტროლი

საჩუქრების  და მასპინძლობის მიღება  ადვილად შეიძლება ჩაითვალოს ქრთამად  და კორუფციად, ამიტომ, იშვიათი სახე უნდა ქონდეს. ზემოთხსენებულმა  მუშაკებიც და კომპანიაც შეიძლება თანაბარი რისკის ქვეშ დააყენოს.

მოუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებმა შეიძლება დროდადრო ერთმანეთს უმასპინძლონ ან საჩუქრები აჩუქონ მხოლოდ და მხოლოდ კარგი ურთიერთობის ნიშნად, უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი სიტუაციების კონტექსტის ყურადღებით გაანალიზება.

საუკეთესო პრაქტიკა

  • ქვემოთ მოცემული 4 კრიტერიუმის მიხედვით გაანალიზეთ საჩუქრების გაცემისა და მასპინძლობის შეთავაზებების კონტექსტი:

  • უპირატესობა მიანიჭეთ სარეკლამო ხასიათის და/ან სიმბოლური ღირებულების მქონე საჩუქრებს.

  • პროფესიული შეკრებებისას, Groupe ADP-იმ შეიძლება დააფინანსოს ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯები, თუ ეს სასარგებლო და მომგებიანია ბიზნესისთვის.

  • ყოველთვის მიიღეთ ნებართვა მენეჯერისგან > € 200 ღირებულების ნებისმიერ საჩუქარზე/მასპინძლობაზე.

გაითვალისწინეთ!

  • თავი აარიდეთ ნებისმიერ ისეთ საჩუქარს ან მასპინძლობას, რაც გარეშე პირს რაიმე ეჭვს გაუჩენს საჩუქრის მიმცემი ან მიმღები პირის პატიოსნებასთან დაკავშირებით.

  • თავი აარიდეთ ისეთი საჩუქრის ან მასპინძლობის მიღებას, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს თანამშრომლის მიერ  Groupe ADP-ის სასარგებლოდ   მიღებული გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობაზე.

მკაცრად აკრძალულია

  • ნებისმიერი ოდენობის ფულის, გინდაც სესხის ან გარანტიის სახით. ან მოძრავი აქტივების ან ქონების, მოწყობილობების, ან მესამე მხრიდან მოგზაურობის შეათავაზების ან სხვა მომსახურების მიღებას საკუთარი თავისთვის, ან ოჯახის წევრისთვის, მეგობრებისთვის, და ან კოლეგებისთვის  საზღაურის გადახდის გარეშე.

  • ნებისმიერი სახის საჩუქრის ან მასპინძლობის შეთავაზების მიღება, რომელიც საჩუქრის გამცემის ვალში ჩაგაგდებთ.

  • ნებისმიერი სახის საჩუქრის ან მასპინძლობის შეთავაზების მიღება სტრატეგიულად მნიშვნელოვან დროს (ტენდერში მონაწილეობაზე მოწვევა).

* ნებისმიერი საჩუქრის ან მასპინძლობის ჯამური ღირებულება (იხ. საჩუქრები&მასპინძლობის პროცედურები)
- დაუსვით კითხვები ეთიკისა&შესაბამისობის განყოფილებას კონკრეტული პლატფორმის საშუალებით (https://alert.groupeadp.fr).

მაჩვენებლები
კონტექსტის ანალიზის 4 კრიტერიუმი:

  • 1

    დაუკავშირდით იურიდიულ განყოფილებას და გაარკვიეთ რეგულირდება თუ არა ესა თუ ის საკითხი ადგილობრივი კანონებით.

  • 2

    გაითვალისწინეთ სტრატეგიული კონტექსტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არც მიიღოთ და არც  შესთავაზოთ საჩუქრები, მასპინძლობა ტენდერის გამოცხადების, კენჭისყრის, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას და ა.შ.

  • 3

    მუდმივად დაიცავით  პროფესიული ურთიერთობების ზღვარი, ნუ შეიჭრებით სხვის პირად ცხოვრებაში.    ქვემოთ მოცემულია არა-პროფესიონალური სიტუაციების მაგალითები:

  • ნებისმიერი მასპინძლობა, რომელიც მოიცავს იმ მეგობრებს, თუ ოჯახის წევრებს, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებულნი პროექტთან.

  • როდესაც სემინარებზე და პროფესიულ ღონისძიებებზე გატარებული თავისუფალი დრო აღემატება საქმეზე დახარჯულ დროს.

  • 4

    გაარკვიეთ, რამდენად გონივრულია საჩუქრების/მასპინძლობის ღირებულება.

  • ორმხრივობის ტესტი: ვარ თუ არა უფლებამოსილი იმავე ღირებულების საჩუქარი/მასპინძლობა შევთავაზო ჩემი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში?

  • იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გონივრულია საჩუქრის/მასპინძლობის ღირებულება შეიძლება აგრეთვე ადგილობრივი კანონებისა და შემოსავლის დონის გათვალისწინებით, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც თანამშრომელი საზღვარგარეთ არის დასაქმებული. მაგალითად: ეს სხვა ქვეყანაში შეიძლება საშუალო ხელფასის 5/10% იყო.

  • ღირებულების გამოთვლისას გაითვალისწინეთ წარსულში მიღებული ყველა სხვა საჩუქრის/მასპინძლობის ჯამური ღირებულება  (შეაჯამეთ და დაადგინეთ 1 წელიწადში ან კვარტალში მიღებული საჩუქრების ღირებულების ჯამური ოდენობა- იხ. გრაფიკი ქვემოთ).

შეჯამება

ინტერესთა კონფლიქტების
გამოვლენა და მართვა

ინტერესთა კონფლიქტები წარმოიშობა,  როდესაც თანამშრომლის, ან მასთან ახლოს მყოფი პირის  პირადი ინტერესი ეწინააღმდეგება თანამშრომლის სამსახურებრივ მოვალეობებსა და მისთვის საწარმოს მიერ დაკისრებულ მისიას. ითვლება, რომ საწარმო ვერ დაეყრდნობა ინტერესთა კონფლიქტის სიტუაციაში მყოფ მუშაკს მიუკერძოებელი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით.   ინტერესთა კონფლიქტის სიტუაციაში ყოფნა, როგორც ასეთი, არ ნიშნავს დანაშაულს ან დარღვევას, ეს უკანასკნელი წარმოიშობა სენსიტიური სიტუაციიდან, რამაც საბოლოოდ შეიძლება დანაშაულამდე მიგვიყვანოს.

ინტერესთა კონფლიქტები შესაძლოა წარმოიქმნას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში: გარე პარტნიორებთან გარიგებებისას, გუნდის შიგნით, ნაცნობის სამსახურში აყვანისას და ა.შ.

საუკეთესო პრაქტიკა

  • შეასრულეთ საკუთარი მოვალეობები მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის ინტერესების მკაცრი დაცვით და არასდროს იხელმძღვანელოთ პირადი ინტერესებით.

  • იცოდეთ, როგორ ამოიცნოთ პოტენციური თუ აღმოცენებადი ინტერესთა კონფლიქტი.

  • შეატყობინეთ თქვენს მენეჯერს ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან მისი არსებობის ეჭვის შესახებ, რათა ერთად გადაწყვიტოთ სიტუაციის მოგვარების საუკეთესო გზები და მინიმუმამდე დაიყვანოთ თანამშრომლისა და კომპანიის რისკები.

გაითვალისწინეთ!

  • იყავით ინფორმირებულნი თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრების, ან თანამშრომლების შესახებ, რომელთაც შესაძლოა ქონდეთ ბიზნეს ან პირადი ურთიერთობები ან ფინანსური დაინტერესებაც კი  Groupe ADP-ის მომწოდებელთან, კონკურენტთან ან მომხმარებელთან.

  • ზოგიერთ საჯარო სიტუაციებში(მაგ: . გარკვეული მანდატის მქონე პირის არჩევა), თავიდან აიცილეთ მონაწილეობა ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც დაკავშირებულია Groupe ADP-სთან, მის ქვეკონტრაქტორებთან ან ერთობლივ საწარმოებთან.

მკაცრად აკრძალულია

  • ინტერესთა კონფლიქტის დამალვა, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს Group-ს და მის თანამშრომელს.

მაგალითად:

მე ვმონაწილეობ მომწოდებლის არჩევის პროცესში. ჩემი ძმა მუშაობს კომპანიაში, რომელსაც განაცხადი აქვს შემოტანილი

როგორ უნდა მოვიქცე?

კომპანიაში ჩემი ძმის პოზიციისა და დაკავშირებული ფინანსური რისკების გათვალისწინებით, შესაძლოა ადგილი ქონდეს ინტერესთა კონფლიქტს.  დადგენა იმისა, მისაღებია თუ არა ეს სიტუაცია შესაძლებელია მხოლოდ თქვენს მენეჯერთან ამ სიტუაციის ღია და გულახდილი განხილვისა და ისეთი გადაწყვეტილების მიღების  გზით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება თქვენი და Groupe ADP-ის დაცვა.

მაგალითად:

თავისუფალ დროს ვასრულებ აეროპორტის მეზობლების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. როგორც Groupe ADP-ის თანამშრომელი, ვმუშაობ ახალ ადზ-ს პროექტზე.

როგორ უნდა მოვიქცე?

Groupe ADP პატივს ცემს მისი თანამშრომლების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ხელს უწყობს მათ მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ასოციაციებში. ამის მიუხედავად, თუ ფიქრობთ რომ თქვენი ჩართულობა „აეროპორტის მეზობლების ასოციაციაში“ წინააღმდეგობაში მოვა   Groupe ADP-ის ინტერესებთან, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მენეჯერს. ეს უკანასკნელი ან თქვენი ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერი გირჩევთ თუ როგორ მოიქცეთ.

პერსონალური
მონაცემებისა და
ინფორმაციის დაცვა

Groupe ADP-ის ჯგუფს შიგნით მიმდინარე ყოველდღიური ოპერაციები კომპანიის სპეციფიკასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი მონაცემების, საქმიანობათა, სტატისტიკისა და კვლევების გაზიარებასა და დამუშავებას მოითხოვს. ინფორმაციის ეს სოლიდური მოცულობა ძვირფას აქტივს წარმოადგენს. მონაცემთა გაჟონვა, არასწორი დამუშავება თუ სერიოზული დაზიანება კომპანიისათვის რისკების წარმოქმნას ნიშნავს.

ჩვენი მონაცემთა აქტივები დაცული უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კომპანიის სამომავლო ზრდა და კონკურენტუნარიანობა. ჯგუფის სენსიტიური და კონფიდენციალური მონაცემების დაცვა და მართვა, მიუხედავად ამ მონაცემთა ტიპის, ფორმისა და ლოკაციისა, სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია.

სწორედ ამ მიზნით Groupe ADP-მ შეიმუშავა „ჯგუფის მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, რომლის ყოველდღიური და სისტემატიური განხორციელება ყველა თანამშრომლის მოვალეობაა, ისევე როგორც ამ პოლიტიკის დაცვაში აქტიური ჩართულობა.

* მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ უსაფრთხოებასა და რისკების მართვის განყოფილებას.

განსაკუთრებული შემთხვევა:
პერსონალური მონაცემები

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამა თუ იმ პირის ვინაობის დასადგენად (მაგ., სახელი და გვარი) ან რომელიც იძლევა ამა თუ იმ პირის ვინაობის დადგენის საშუალებას სხვადასხვა მონაცემების ერთობლიობაში განხილვის გზით (ტელეფონის ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი, ბეჯის ნომერი და სხვ.) ითვლება პერსონალურ მონაცემებად. ასეთ მონაცემთა ქვეკომპლექტი (ბიომეტრული მონაცემები, ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ა.შ.) ითვლება სენსიტიურ და კონფიდენციალურ მონაცემებად.

ხსენებული პერსონალური მონაცემების გამოყენება უნდა ხდებოდეს ყველა შესაბამისი რეგულაციის, განსაკუთრებით ევროპის „მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტის“ (GDPR) მოთხოვნების დაცვით.

ჯარიმები პერსონალური მონაცემების დაუცველობისათვის ევროპის რეგლამენტის თანახმად

ზოგადი ხასიათის - დარღვევები:
ჯგუფის ერთიანი ბრუნვის 2%. დაწესება ხდება: მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი მენეჯერისა და ქვეკონტრაქტორის მიერ მოვალეობათა დარღვევისას, კომპანიის ქცევის კოდექსის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირის მიერ საკუთარ ვალდებულებათა შეუსრულებლობისას.

ძირითადი პრინციპების, პიროვნულ უფლებათა ან ვალდებულებათა დაუცველობა
მონაცემთა სხვა ქვეყნებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაგზავნისას: ჯგუფის წინა წლის ერთიანი ბრუნვის 4%.

საუკეთესო პრაქტიკა

  • კომპანიასთან დაკავშირებულ მონაცემებთან შეხებისას, იქნება ეს კომპანიის ფარგლებში თუ მათ გარეთ, დაიცავით სიფრთხილისა და კონფიდენციალურობის უმაღლესი დონე.

  • განსაზღვრეთ მოცემულ დოკუმენტში გადმოცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მისი დონე ჩაიწერეთ ამავე დოკუმენტზე ჯგუფის 4-დონიანი კონფიდენციალურობის შკალის მიხედვით (საჯარო, შეზღუდული გამოყენების, კონფიდენციალური, კონფიდენციალურობის მაღალი დონით). იხილეთ ასევე ჯგუფის მონაცემთა დაცვის პოლიტიკა*.

  • კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მუშაობისას დარწმუნდით, რომ თქვენი გარემო უსაფრთხოა, გამოიყენეთ მხოლოდ კომპანიის აპარატურა და არასოდეს შეასრულოთ ასეთი სამუშაო საჯარო სივრცეებში.

  • კონფიდენციალური ან კონფიდენციალურობის მაღალი დონის მქონე ინფორმაციის გადაცემისას (ზეპირად, წერილობით თუ ციფრულად) დარწმუნდით, რომ მათ გადასცემთ მხოლოდ ნაცნობ და იდენტიფიცირებულ პირებს; თუ ასეთი პირები არ არიან Groupe ADP-ის ნაწილი ან თუ მონაცემები კონფიდენციალურობის მაღალი დონის შემცველია, აუცილებელია მათ გადაცემამდე ჯერ კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმება მოიპოვოთ.

  • დოკუმენტები, რომლებთანაც გაქვთ შეხება, მათი კონფიდენციალურობის დონის მიხედვით შეინახეთ და გაანადგურეთ (დაცული კარადა, შრედერი და ა.შ.).

პერსონალური მონაცემების დაცვა:

  • პროექტის დაწყებისთანავე მოახდინეთ იმ პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიცირება, რომლებთანაც მოგიწევთ შეხება მუშაობის პროცესში.

  • იხელმძღვანელეთ მონაცემთა დაცვის ადგილობრივი რეგულაციებითა და შიდა წესებით (ჩაწერა, შეგროვება და ა.შ.).

  • მონაცემთა დაცვისთვის განკუთვნილი თქვენი ქმედებები, მათ შორის მათი გადაცემა, ამ მონაცემთა კონფიდენციალურობის დონის პროპორციული უნდა იყოს.

  • როგორც კი მონაცემების გამოყენებას დაასრულებთ, დაუყოვნებლივ წაშალეთ ისინი თქვენი პერსონალური მონაცემთა შესანახი საშუალებებიდან.

გაითვალისწინეთ!

  • სახლში მუშაობისას იხელმძღვანელეთ ჯგუფის გაიდლაინებითა და წესებით.

  • მივლინებაში ყოფნისას იხელმძღვანელეთ ჯგუფის რეგულაციებით.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

  • მონაცემთა მოპარვის ან დაკარგვის ეჭვის გაჩენისას (მაგ., USB-ზე) ან მონაცემთა ცვლილების აღმოჩენისას (მაგ., ჰაკერობის შემთხვევა) დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს იურიდიულ განყოფილებას, მონაცემთა დაცვის ოფიცერს ან IT განყოფილებას.

მკაცრად აკრძალულია

  • ნებისმიერი სახის ინფორმაციის, დოკუმენტებისა თუ ფაილების, მათ შორის მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტებისა და კვლევების, განსაკუთრებით საწარმოო, კომერციული, ფინანსური, ტექნიკური და სხვა ოპერაციებისა, აგრეთვე Groupe ADP-ში შემავალი რომელიმე კომპანიის ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი საიდუმლოსა თუ პროცესების ნებისმიერი ფორმით გამჟღავნება ლეგიტიმური მიზეზების ქონისა და სათანადო დაცვის ზომების მიღების გარეშე.

  • მედია-საშუალებებისათვის კონკრეტული ინფორმაციის გამჟღავნება იმ პროექტების შესახებ, რომლებზეც მუშაობთ ან ადრე გიმუშავიათ.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ადგილობრივი რეგულაციებისა და შიდა წესების პირობების დაუცველობა.

* მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ მონაცემთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ განყოფილებას.

კომპიუტერებისა და
მონაცემთა დაცვა

1

კოდური სიტყვა

გამოიყენეთ რთული  კოდური სიტყვები, თავიდან აიცილეთ ერთი და იგივე კოდური სიტყვების გამოყენება რამოდენიმე ადგილას, არასდროს გაამხილოთ კოდური სიტყვა.

2

შენახვა და დარეზერვება

სამუშაოს მონაცემები შეინახეთ მხოლოდ თქვენი კომპანიის კუთვნილ ინფორმაციის შესანახ მეხსიერებაში.

3

განახლება

დაუყოვნებლივ მოახდინეთ თქვენი კომპიუტერული მოწყობილობების პროგრამული განახლება IT განყოფილების  მხრიდან ამ უკანასკნელის მოთხოვნისთანავე.

4

ფლეშდრაივერები

შეეცადეთ თავიდან აირიდოთ ე.წ. ფლეშ დრიაივერებისა და / USB  ჩხირების გამოყენება კონფიდენციალური ინფორმაციის შესანახად (დაკარგვისა და ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო). ნაცვლად, ისარგებლეთ არსებული კომპანიის გაზიარების პლატფორმით, მაგ: საქაღალდეების გადასაგზავნად.

5

ე-ფოსტა

ყველა საეჭვო შეტყობინების შესახებ  აცნობეთ  მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ პირს კომპანიაში და ყურადღებით შეამოწმეთ ყველა თანდართული დოკუმენტი  და ლინკი მათ გახსნამდე.

6

ჩამოტვირთვა

რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სთხოვეთ  მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ პირს, რომ მოახდინოს ტესტ ჩამოტვირთვა და შეამოწმოს კონკრეტული ბმულების უსაფრთხოება.

7

როუმინგი

არასდროს შეინახოთ სამსახურებრივი ხასიათის ინფორმაცია თქვენს კომპიუტერში. ყოველთვის ისარგებლეთ თქვენი კომპანიის მონაცემთა შენახვის საშუალებებით. გამოიყენეთ კონფიდენციალურობის ფილტრები.

8

სამსახურისა და პირადი ცხოვრების გამიჯვნა

გამიჯნეთ ერთმანეთისგან სამსახურებრივი და პირადი საკომუნიკაციო საშუაალებები, მათ შორის, ე-ფოსტა, მოწყობილობები და ა.შ.

9

ვირუსი

დაუყოვნებლივ გამორთეთ სამუშაო საკომუნიკაციო საშუალებები, თუ ამჩნევთ რაიმე შეუსაბამობას, დაუკავშირდით IT-ს დახმარებისთვის.

* საფრანგეთის შემთხვევაში : flashvir@adp.fr.
* ტავის შემთხვევაში : TAVInformationSecurity@tav.aero.

თავისუფალი კონკურენციის
პრინციპების შენარჩუნება

გახსნილი, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი კონკურენცია ჯანსაღი და საქმიანი ურთიერთობების ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს.

კონკურენციის შესახებ კანონი კრძალავს კონკურენტებს შორის ფიქსირებული ფასების დადგენას, კონტრაქტებისა და სტრატეგიული ინფორმაციის გაზიარებას. იგი აგრეთვე კრძალავს დომინანტი კონკურენტის მიერ საკუთარი პოზიციის ბოროტად გამოყენებას.

იგი მოითხოვს ერთნაირ მიდგომას ერთი და იმავე კონტრაქტის მოპოვების მსურველი ეკონომიკურად ხელსაყრელი ერთეულებისადმი.

საკუთარ ბიზნეს-პარტნიორებთან ურთიერთობაში Groupe ADP თავის ქცევას აგებს ლოიალურობის, გამჭვირვალობასა და არადისკრიმინაციულ მიდგომაზე.

შესყიდვებში Groupe ADP იყენებს ძალზე კონკრეტულ წესებს, რომლებითაც ხდება საჯარო კონტრაქტების რეგულირება.

ამ წესების არცოდნამ ან არასაკმარისმა გაგებამ კომპანია და თანამშრომლები მძიმე ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ჯარიმების საშიშროების წინაშეც კი შეიძლებაა დააყენოს.

საუკეთესო პრაქტიკა

  • პარტნიორებისადმი (მომწოდებლები, მომხმარებლები, საქმიანი პარტნიორები და ა. შ.) იყავით ყოველთვის სამართლიანი და ყველა მხარეს ერთნაირი ინფორმაცია მიაწოდეთ.

გაითვალისწინეთ!

  • კონკურენტებს შორის (მაგ. ტენდერში მონაწილე პირებს შორის, რომლებიც ფიქსირებული ფასების დადგენას შეეცდებიან) რაიმე აკრძალული გარიგების ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში.

  • არასოდეს მოახდინოთ ფასდათმობის, ფასდაკლების ან რაიმე სახის ფინანსური სარგებლის შეთავაზება სათანადო პროცედურების დაცვის გარეშე.

  • რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ყველანაირი შესაძლო რისკის შეფასებისა და შემდგომი ნაბიჯების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მენეჯერთან, იურიდიულ განყოფილებასთან ან თქვენს ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერთან.

მკაცრად აკრძალულია

  • სტრატეგიული ინფორმაციის გამჟღავნება კონკურენტი აეროპორტებისათვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით.

  • კონფიდენციალური საქმიანი ინფორმაციის კონკურენტი მომხმარებლების, სავაჭრო ოპერატორებისა თუ მომწოდებლებისათვის გამჟღავნებისათვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ხელშეწყობა.

მაგალითად:

კონფერენციაზე კოლეგამ სხვა აეროპორტიდან მითხრა, რომ სურდა ჩემთან აეროპორტებთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკების განხილვა. რამდენადაც ეს იდეა სასარგებლოდ მეჩვენება, გადავწყვიტეთ ერთმანეთს ყოველთვე გავუგზავნოთ შესაბამისი ინფორმაცია ელ-ფოსტის მეშვეობით.

ეს დაშვებულია თუ არა?

მიმდინარე თუ სამომავლო კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული სპეციფიური, კონფიდენციალური და არასაჯარო საქმიანი ინფორმაციის გამჟღავნება მკაცრად აკრძალულია და შეიძლება დისციპლინარული ზომების გატარება გამოიწვიოს. აღნიშნული ინფორმაცია გულისხმობს სხვა ავიაკომპანიებთან მიმართებაში ფასწარმოქმნის, ფასებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკის სტრატეგიებს.

განიხილეთ მოცემული საკითხი იურიდიულ განყოფილებასთან და გაითვალისწინეთ მათი რჩევა.

მაგალითად:

უნდა აშენდეს ახალი ავიასაწარმო. რესურსების მაქსიმალურად გონივრულად გამოყენების მიზნით, ტარდება მიზანშეწონილობის კვლევა ავიასაწარმოსთან Y, რომელიც ახლა უნდა დაფუძნდეს.

უნდა აცნობოს Groupe ADP-მ სხვა ავიასაწარმოებს ამ პროექტის შესახებ?

Groupe ADP უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ მოახდინოს აეროპორტის ტერიტორიებისა და ობიექტების გადაცემა, მაგრამ აღნიშნული უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ავიასაწარმოს შორის სამართლიანი კონკურენციის პირობებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციების გავლა მოხდეს ყველა ავიასაწარმოსთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული დისკრიმინაციისა თუ მიკერძოების ბრალდებების წარმოქმნა.

ჯარიმები

კომპანიისთვის დაწესებული

  • მთლიანი კონსოლიდირებული ბრუნვის 10%-მდე

  • კონტრაქტის ან სადაო მუხლების გაუქმება

  • ზიანთან და ინტერესებთან დაკავშირებული საჩივრები

  • ტენდერზე მოწვევებიდან გამორიცხვა

  • რეპუტაციის შელახვა

იმ თანამშრომლებისთვის დაწესებული, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი აღნიშნულზე

  • მძიმე შემთხვევებში 4 წლამდე პატიმრობა

  • ჯარიმები 75,000 ევროს ოდენობით

ჩვენი თანამშრომლების,
კოლეგებისა და პარტნიორებისადმი
პატივისცემის გამოჩენა

ჩვენი თანამშრომლებისადმი პატივისცემის გამოჩენა აუმჯობესებს მათ კეთილდღეობას და ხელს უწყობს ჩვენს წარმატებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გვახსოვდეს, როცა ვიბრძვით დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ .

ჩვენი პარტნიორებისადმი ერთნაირი პატივისცემის გამოჩენა ამაღლებს ნდობისა და თანამშრომლობის ხარისხს.

საუკეთესო პრაქტიკა

  • ჩვენი თანამშრომლებისა და კოლეგებისადმი ყურადღების გამოჩენა და სამართლიანი მოპყრობა.

  • ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ნდობასა და დიალოგის რეჟიმს ჩვენს გუნდებში წარმოქმნილი სენსიტიური საკითხების უკეთესი მართვის მიზნით. მაგ., საკითხების პირდაპირ განხილვა ელ-ფოსტის მეშვეობით განხილვის ნაცვლად რაც შეიძლება მალე, ელ-ფოსტაზე გასაგები და თავაზიანი წერილების მიწერა, სამუშაო საათების შემდეგ ელ-ფოსტაზე წერილების იშვიათად გაგზავნა გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

  • გამოიჩინეთ პატივისცემა: თქვენი კოლეგების, პარტნიორებისა და მომხმარებლებისადმი იქონიეთ ისეთი მიდგომა, როგორიც შეესაბამება ჯგუფის ძირითად ვალდებულებებს.

  • დისკრიმინაციისა თუ შევიწროების ფაქტების აღმოჩენისას ამის თაობაზე აცნობეთ თქვენს მენეჯერს ან ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს.

  • გააგებინეთ ჩვენს პარტნიორებს ეთიკის კუთხით დადგენილი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ვალდებულებების შესახებ და მზად იყავით მათთან აღნიშნულთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

გაითვალისწინეთ!

  • ყურადღებით იყავით, რათა არ გამოგრჩეთ იმის მანიშნებელი გარემოებები თუ მინიშნებები, რომ კოლეგები არაკომფორტულ სიტუაციაში იმყოფებიან.

  • აღმოაჩინეთ ჩვენი პარტნიორების მიერ ჩვენი ეთიკის პრინციპების დარღვევის შემთხვევები და უზრუნველყავით მათი შემსუბუქება.

მკაცრად აკრძალულია

  • პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია, განსაკუთრებით სამსახურში აყვანისა თუ დაწინაურების პროცესში.

  • იმგვარი მოქმედება, რომელიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც შევიწროვება ან სექსისტური ქმედება.

მაგალითად:

ერთერთმა კოლეგამ გადაწყვიტა უარი ეთქვა კონკრეტული მომწოდებლის არჩევაზე, თუმცა იგი თითქოს ყველა ჩვენს მოთხოვნას აკმაყოფილებს. ჩემი კოლეგის მიერ გაკეთებული ხშირი კომენტარებიდან გამომდინარე ვეჭვობ, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯერის ეროვნებას უნდა უკავშირდებოდეს.

როგორ უნდა მოვიქცე?

დისკრიმინაცია კანის ფერის, ეროვნებისა და ეთიკური წარმომავლობის საფუძველზე მიუღებელი და აკრძალულია. ასეთი შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში მათ შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს მენეჯერს, შესაბამის პირს კადრების განყოფილებიდან ან თქვენს ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს.

მაგალითად:

ჩემი უშუალო მენეჯერი მუდმივად აკრიტიკებს და აკნინებს ერთერთი კოლეგის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რითიც სრულად დააკარგინა მას საკუთარი თავისადმი რწმენა, თუმცა ადრე იგი პატივცემული და აღიარებული იყო თავისი კარგი მუშაობის გამო.

რა შემიძლია მოვიმოქმედო?

ხელმძღვანელის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საკუთარი გუნდის წახალისება და მოტივირება. ამას გარდა, ხელმძღვანელს ევალება ობიექტური და სამართლიანი მიდგომის ქონა თითოეული კოლეგისადმი. მენეჯერი მაგალითს იძლევა და ამკვიდრებს და მოეთხოვება, რომ საკუთარი გუნდის წევრებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად პატივისცემით და თანასწორად უდგებოდეს.

თუ წააწყდით ფსიქოლოგიური და/ან სექსუალური შევიწროების ფაქტს ან თავად გახდით მისი მსხვერპლი, ნუ დატოვებთ ამას რეაგირების გარეშე, განიხილეთ თქვენს კადრების განყოფილების წარმომადგენელთან ან ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერთან.

საფრანგეთის კანონით გათვალისწინებული ჯარიმები

დისკრიმინაცია:

  • წლამდე პატიმრობა და ფულადი ჯარიმა - 45,000 ევროს  ოდენობით

შევიწროება:

  • წლამდე პატიმრობა და ფულადი ჯარიმა - 45,000 ევროს ოდენობით

სენსიტიური
სიტუაციების მართვა

არასდროს არ დარჩეთ მარტო სენსიტიურ სიტუაციებში

დაუსვით შემდეგი კითხვები საკუთარ თავს:

ვის უნდა დაელაპარაკოთ?
როგორ უნდა დაუკავშირდეთ მათ?

თუ გაქვთ შეკითხვები ან გსურთ აცნობოთ ქცევის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

  • 1/

    თქვენს მენეჯერს

  • 2/

    შესაბამის დეპარტამენტს: კადრების, იურიდიულ და სხვა განყოფილებებს.

  • 3/

    ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს განგაშის სისტემის პლატფორმის გამოყენებით გვერდზე:
    https://alert.groupeadp.fr

    (იხ. ასევე განგაშის სისტემის წესდება)

განგაშის სისტემის გამოყენების მიზეზები

ჯგუფის კარგი იმიჯი მისი ზრდისა და ეფექტური საქმიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თითოეული თანამშრომელი ამა თუ იმ გზით ხელს უწყობს ჯგუფის რეპუტაციის შენარჩუნებას საკუთარი სიტყვითა და ქცევით.

პრობლემებსა და დარღვევებზე შეტყობინებები ჯგუფს ეხმარება ისეთი მიდგომის გატარებაში, რომელიც პროგრესის დანერგვაზე იქნება ორიენტირებული და იმავდროულად საკუთარი და თანამშრომლების ინტერესების დაცვაშიც.

რამდენად ვარ დაცული განგაშის სისტემის გამოყენების შემთხვევაში?

მოცემული სისტემა განკუთვნილია მისი მეშვეობით შეტყობინების გადამცემი პირების დასაცავად, რომლებიც მოქმედებენ უანგაროდ, კეთილსინდისიერად და რომელთაც პირადად შეიტყვეს შესაბამისი ფაქტების შესახებ. ასეთი პირების ვინაობისა და მათ მიერ გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობა გარანტირებულია. ადამიანი, რომელიც იყენებს განგაშის სისტემას, დაცულია როგორც მისი შეტყობინების თაობაზე მოკვლევისას, ასევე მის შემდგომ. კონფიდენციალურობის ნებისმიერმა დარღვევამ იმათი მხრიდან, ვისაც ევალება განგაშის ზარებზე რეაგირება, შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი სანქციების შეფარდება.

ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს განგაშის სისტემა მენეჯერისთვის წინასწარი შეტყობინებისა და მისი თანხმობის გარეშე. განგაშის სისტემის გამოყენებაში ჩარევის ან აღკვეთის ნებისმიერმა მცდელობამ  შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი სანქციების შეფარდება.

მეორეს მხრივ, განგაშის სისტემის არაკეთილსინდისიერი გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინარული ზომის გამოყენება.

შემაჯამებელი